წამეკიდა მარტის თვე და
ფიქრი,
უშენობის დღეებს ჩუმად
ვითვლი...
ერთი,ორი,სამი,ოთხი,
ხუთი....
ფანტელ–ფანტელ იპენტება
ნუში!
დავიწყებას მონატრებამ ძლია,
სურვილები შემომიჩნდნენ–სულში!
ერთი,ორი,სამი,ოთხი ,ხუთი...
ვერა,გრძნობა ვერ ეტევა გულში!
თუ შეუჩნდა მარტის ქარი ვნებებს
უშენობას,აბა,როგორ შევძლებ?
სულ არ მინდა,სულ არ მინდა შენთან,
მაგრამ მიჭირს გაზაფხულის ძლევა!
გადამრია,გადამრია მარტმა
და არ ვიცი,ახლა უკვე,რა ვქნა?
დავიფიცე,თანაც შენი თავი,
რომ გშორდები,ახლა ფიცს რა აჭრის?
ერთი,ორი,სამი,ოთხი,
ხუთი...
ისევ მარტის იმედი მაქვს
გულში!
ერთი,ორი,სამი,ოთხი,
ხუთი...
ფანტელ–ფანტელ იპენტება
ნუში!
ლიკა ყიფშიძე
ძალიან მომეწონა.......... მაგარია............
ReplyDelete