Sunday, September 9, 2012
გინდა?!–ის გითხრა, რაც არასდროს არ უთქვამთ შენთვის
და სხვის ლექსებით არ დავიწყებ,გითხრა რასაც ვგრძნობ,
შენ მე ამკრიფე, მარცვალ–მარცვალ და გამამთელე...
და მარტოობა, როგორც ბალახს...ისე აღარ მძოვს!
ვითომ გეჩვევი?!–არა უფრო სხვა რამე ხდება,
გადაჩვევაც ხომ, შეჩვეულთა ხვედრია მხოლოდ,
ჯერ ისევ თოვლში ამოსული ენძელასავით...
ყინულის საფარს მაცლი...მაგრამ მაინცა ფრთხილობ!
ნაცრის გროვაში გააცოცხლე ჩემში იმედი,
დიდი ხნის ჩამქრალს, შეეშველე წამოდგომაში...
და როგორც სფინქსი, დამარხული ათასს წლის წინათ–
ზღაპრად მცხოვრები მოიყვანე სინამდვილეში!
როგორც გვალვისგან დამზრალ მიწას, წვიმის წვეთები,
ისე სჭირდება, ჩემს დაღლილ სულს, შენი სინაზე...
სინამდვილიდან დამიძახე...და ხმას გამოვყევ,
შენმა ხმამ ისევ მაიძულა ყოფნა მიწაზე!
P.S.
შენ მე ამკრიფე, მარცვალ–მარცვალ და გამამრთელე...
და მარტოობა, როგორც ბალახს, ისე აღარ მძოვს!
ირმა ბეგლარიშვილი
Subscribe to:
Comments (Atom)