Thursday, March 24, 2011

ღამის ფიქრებს ფიქრები ჩუმად ემატებოდა.
არ ვიცოდი ვინ ან რა რატომ მენატრებოდა.
სად ვიპოვე? სად შევხვდი? და საით გამქცევია
დაუძინარ სიზმრებად რატომ გადამქცევია.
რწმენის წმინდა სანთლები ვისთვის მიშუქებია
და ეს გული უსიტყვოდ ვისთვის მიჩუქებია.                        
მარტოობით დაღლილი თვალებს რისთვის ვისველებ
ვის ვპოულობ? ვის ვკარგავ? ვის ვეძახი? ვის ვეძებ?
გრძნობა იყო თუ არა, ასე რატომ განვიცდი.
მეყვარება? თუ მიყვარს? მიყვარდა კი? არ ვიცი...
დილა მშვიდობისა! ჩემო მეგობარო,
ღამემ მოტკბოსავით სიტყვა დამაწია,
მერე მიბრუნდა და მისი დაშვებული
ვარსკვლავმიხატული ფარდა გადასწია.                            
დილა მშვიდობისა, ჩემო მეგობრებო,
ბევრი ღიმილი, ბევრი აღტაცება...
აღარ დაიზაროთ, როგორც ჩემმა ღამემ,
თქვენი სიხარულის სხვისთვის გადაცემა.
მგონი არ სჭირდება ღიმის მიგებებას,
ფერის ცვალება და სულთა გრადაცია,
ქალი დაინახო? თვალით მიეფერე,
კაცი დაინახო? თქვი, ო, რა კაცია!
და დღე ჩამოდგება დღეზე უკეთესი,
სულში ჩაგვეღვრება სუნთქვის გავარდება,
შენი მოსალმება ზეცას მიაწყდება,
ზენიტთან გამზევდება და არ დავარდება....
დილა მშვიდობისა! ჩემო მეგობარო,
ღამემ ჯადოსნური სიტყვა დამაწია,
მერე მიბრუნდა და მისი დაშვებული
ვარსკვლავმიხატული ფარდა გადას

კოტე კაკიტაძე
გაიციაგეს სველმა თვალებმა,
ვით დილის მზეზე ნამის წვეთებმა...
იმ თვალთა ხსოვნა ფერნამკრთალევი                  
ზოგჯერ ანაზდად კვლავ გამზევდება...

ცა -
გაცრეცილი
კვლავ საცოდავად -
კვლავ მიწის ცოდვილ მკლავებს ნებდება...
სითბო, ირგვლივ რომ ასე ცოტაა,
ისიც წამწამებს წყდება წვეთებად...

და გულს -
სუსხს შიშვლად რომ შეატოვეს -
შენი სითბოღა ეიმედება...
ჩემს თვალებს

შენი მზერის უნდა ალერსი,

მაგრამ,მითხარი,

სად გავექცე

ეჭვებს ალესილს!
                                                
ან ფიქრებს,

ასე თავხედად რომ

შემომეჩვია,

გრძნობას რომ მიფრთხობს,

მოგონებებს წასალეკად

რომ შეესია!

ან გულს რა ვუყო,
                                                                      
რომ არ უნდა მეტის მოთმენა,

რომ გაჯიუტდა,

აღარ უნდა შენი მოშვება!

რა ვუყო სხეულს,

სულს რომ ასე აჯანყებია,

და მონატრებას

რომ უკრძალავს

ფიქრებს ვნებიანს!

რა ვუყო გრძნობას,

ოცნებებს რომ ზურგი აქცია

და მელოდრამა

ბოროტ ზღაპრად

გადააქცია!

მარტო თვალები დარჩნენ

მხოლოდ შენი ერთგულნი,

მხოლოდ მათ უნდათ

შენი მზერის

იყვნენ მეგზური!
მიკვირს, უშენოდ როგორ გავძელი,
მთელი ცხოვრება ბინდი მებურა,
ასე მეგონა, რომ ვეღარავინ
გამაცოცხლებდა წინანდებურად.                  
მაგრამ მოხვედი,
მიღმიერ ქარებს
მოჰყევი, როგორც ბაბუაწვერა,
ჩემი თავიდან გამიხმე გარეთ
იმ ძველებური ლექსის საწერად.
სიყვარული კი, სიზმრის ნაფლეთი,
რომ აგვარიდოს სვებედს საშინელს,
მუშაითივით ჯიუტად დგას და
ჩვენს მღიერ ყოფას აშალაშინებს.
ვიცი,ეს სიზმარიც დასრულდება!

ვიცი,არ დავითვლი დღეებს!

ვიცი,გვირილებსაც არ დავფურცლავ,

გულიც დაწყნარებას შეძლებს!

ვიცი,ჩამოვფოთლავ შემოდგომას,
                                                                            
ფიფქით მოგონებებს დავწერ,

ვიცი,შემაშველებს მზე სითბოს და

მე თავად სითბოს ვერ გავცემ!

ვიცი,ეს სიზმარიც დასრულდება...

ვიდრე სიზმარში ვარ ჯერაც,

მოდი მოგეფერო,ჩაგიხუტო,

მე ხომ გვირილების მჯერა!

უყვარხარ?არ უყვარხარ?უყვარხარო!

ბოლო ფურცელს ვიდებ ხელზე,

ასე მიმკითხავა ყვავილმა და

მეც მის წინათგრძნობას ვენდე!

სანამ ჩამოვფოთლავ შემოდგომას,

ფიფქით მოგონებებს დავწერ,

სანამ იქეთ მიაქვს მზეს სითბო და

სანამ გული უძლებს განცდებს!

მოდი,მოგეფერო,ჩაგიხუტო!
სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩასვამ, რადგან მას სამყარო ვერ იტევს. იგი ძალაა ღმერთისა, ანგელოზის ენით ნათქვამი. მთავარია შენ გიყვარდეს, გიყვარდეს ისე, რომ სამაგიეროს არ ელოდო... გიყვარდეს, რა მოხდა მერე, იმ ძალით თუ არ გიპასუხებენ...” ........... მამა პეტრე

Monday, March 21, 2011

წამეკიდა მარტის თვე და

ფიქრი,

უშენობის დღეებს ჩუმად

ვითვლი...

ერთი,ორი,სამი,ოთხი,

ხუთი....

ფანტელ–ფანტელ იპენტება

ნუში!

დავიწყებას მონატრებამ ძლია,

სურვილები შემომიჩნდნენ–სულში!

ერთი,ორი,სამი,ოთხი ,ხუთი...

ვერა,გრძნობა ვერ ეტევა გულში!

თუ შეუჩნდა მარტის ქარი ვნებებს

უშენობას,აბა,როგორ შევძლებ?

სულ არ მინდა,სულ არ მინდა შენთან,

მაგრამ მიჭირს გაზაფხულის ძლევა!

გადამრია,გადამრია მარტმა

და არ ვიცი,ახლა უკვე,რა ვქნა?

დავიფიცე,თანაც შენი თავი,

რომ გშორდები,ახლა ფიცს რა აჭრის?

ერთი,ორი,სამი,ოთხი,

ხუთი...

ისევ მარტის იმედი მაქვს

გულში!

ერთი,ორი,სამი,ოთხი,

ხუთი...

ფანტელ–ფანტელ იპენტება

ნუში!


ლიკა ყიფშიძე
ღია ფანჯრებიდან, ვხედავ გაზაფხული...

ისევ მელოდება,

მარტი კაპრიზებით....

ახლა ფიქრებში ვარ, ისე ჩახლართული...

თითქოს,

შენ სიყვარულს, სულ არ ვაპირებდე...

ისე ჩაიხუთა ირგვლივ, ყველაფერი...

ვდარდობ,

მერამდენე წელი გაილია...

მე მარტს ვერ გავუგე, მაინც ვერაფერი...

ეს თვეც,

უშენობით, უხმოდ გაილია...

მესმის წვიმაა და დღეა მგლოვიარე...

მე სხვა,არ მაწუხებს,

მაინც არაფერი...

თურმე, მერამდენე მარტი მოვიარე...

წლებს კი,

ვერაფერი, ვეღარ დავაკელი...

წვიმა მეფერება, მარტის გაგიჟებით...

დილას ჩაეძინა,

მე რომ ვაღვიძებდი...

ახლა მოხვიდოდე, სადღა გაგიშვებდი...

მარტს და გაზაფხულსაც ერთად გაგიძლებდით...

ფიქრებს შევატოვე ცა და დედამიწა...

გულს კი,

შენს დაკარგვას, დღემდე ვერ ვპატიობ...

ვიცი,

მერამდენე მარტი გადამიცდა....

და ღმერთს ვევედრები, შენ რომ მაპატიო...


ზვიად კეჭაყმაძე