შენი თვალები თითქოს მინახავს,
შენი ხმა, სადღაც გამიგონია,
არ გიცნობ მაგრამ მთელი ცხოვრება
შენთან ვყოფილვარ, ასე მგონია.
წინათგრძნობაა, ან მოჩვენება,
ნაოცნებარი ანდა სიზმარი,
მთელი ცხოვრება ვიღაც რომ მიყვარს,
იმას გავხარ და...
რა ვქნა, მითხარი
Thursday, March 31, 2011
Sunday, March 27, 2011
რა დროა მაშინ...
როცა შენში შეკუმშული
აღარც სიტყვა ვარ და აღარც ბგერა...
რა დროა გარეთ,
როცა ხეები ყვავილობენ
და კვირტები დასტირიან გარდაცვალებას
ნაყოფში...
დააკაკუნე... სამჯერ და გამბედავად...
როცა მეტყვი, მაშინ გამოვალ!
შენში ავყვავდები,
როგორც ატმის ხე...
შენი მკლავები იქცევა
მსხმოიარე ტოტებად...
შენი კიდურები _ ფესვებად...
როცა მეტყვი, მაშინ გამოვალ...
მე შიგნით ვიხედები... შენ _ გარეთ...
მითხარი, როგორი ამინდია?
გინდა? თვალებს გაგიცვლი!
ისე, როგორც ბავშვები ცვლიან სათამაშოებს:
ხელი _ ხელში...
თვალი _ თვალში!
დააკაკუნე სამჯერ და გამბედავად...
ცირა ბარბაქაძე
როცა შენში შეკუმშული
აღარც სიტყვა ვარ და აღარც ბგერა...
რა დროა გარეთ,
როცა ხეები ყვავილობენ
და კვირტები დასტირიან გარდაცვალებას
ნაყოფში...
დააკაკუნე... სამჯერ და გამბედავად...
როცა მეტყვი, მაშინ გამოვალ!
შენში ავყვავდები,
როგორც ატმის ხე...
შენი მკლავები იქცევა
მსხმოიარე ტოტებად...
შენი კიდურები _ ფესვებად...
როცა მეტყვი, მაშინ გამოვალ...
მე შიგნით ვიხედები... შენ _ გარეთ...
მითხარი, როგორი ამინდია?
გინდა? თვალებს გაგიცვლი!
ისე, როგორც ბავშვები ცვლიან სათამაშოებს:
ხელი _ ხელში...
თვალი _ თვალში!
დააკაკუნე სამჯერ და გამბედავად...
ცირა ბარბაქაძე
სად არ გეძებე
სად არ გეძებე...
ცხრა ზღვისა და ცხრა მთის გადაღმა,
სულ სტრიქონ_სტრიქონ
მოგყევი და ლექსად გაგროვე...
შენს კართანა ვარ და იცოდე,
მეტს არ დაგიცდი,
ასამდე უკვე გადავთვალე...
მეტს არ გადროვებ...
მოდი და ერთად
გავიპაროთ ყალბი დროიდან
საითაც გინდა...
მე გადავშლი დროს და თარიღებს...
ეს დრო ქარია,
რაც წაიღო, უკან მოიტანს...
მერე მოტანილს ადგება და
უკან წაიღებს.
და ახლა... რადგან
ვერ დავრჩები დროის იმედად,
ვერც ვიხიბლები
ამ ცხოვრების ფუჭი მიზნებით...
უნდა ვიკმარო,
რაც უფალმა გამოიმეტა _
შენი ღიმილი
და ბალიშქვეშ ჩემი სიზმრები.
(ცირა ბარბაქაძე)
ცხრა ზღვისა და ცხრა მთის გადაღმა,
სულ სტრიქონ_სტრიქონ
მოგყევი და ლექსად გაგროვე...
შენს კართანა ვარ და იცოდე,
მეტს არ დაგიცდი,
ასამდე უკვე გადავთვალე...
მეტს არ გადროვებ...
მოდი და ერთად
გავიპაროთ ყალბი დროიდან
საითაც გინდა...
მე გადავშლი დროს და თარიღებს...
ეს დრო ქარია,
რაც წაიღო, უკან მოიტანს...
მერე მოტანილს ადგება და
უკან წაიღებს.
და ახლა... რადგან
ვერ დავრჩები დროის იმედად,
ვერც ვიხიბლები
ამ ცხოვრების ფუჭი მიზნებით...
უნდა ვიკმარო,
რაც უფალმა გამოიმეტა _
შენი ღიმილი
და ბალიშქვეშ ჩემი სიზმრები.
(ცირა ბარბაქაძე)
Subscribe to:
Comments (Atom)




