Sunday, March 27, 2011

სად არ გეძებე

სად არ გეძებე...
ცხრა ზღვისა და ცხრა მთის გადაღმა,
სულ სტრიქონ_სტრიქონ
მოგყევი და ლექსად გაგროვე...
შენს კართანა ვარ და იცოდე,
მეტს არ დაგიცდი,
ასამდე უკვე გადავთვალე...
მეტს არ გადროვებ...
მოდი და ერთად
გავიპაროთ ყალბი დროიდან
საითაც გინდა...
მე გადავშლი დროს და თარიღებს...
ეს დრო ქარია,
რაც წაიღო, უკან მოიტანს...
მერე მოტანილს ადგება და
უკან წაიღებს.
და ახლა... რადგან
ვერ დავრჩები დროის იმედად,
ვერც ვიხიბლები                                    
ამ ცხოვრების ფუჭი მიზნებით...
უნდა ვიკმარო,
რაც უფალმა გამოიმეტა _
შენი ღიმილი
და ბალიშქვეშ ჩემი სიზმრები.
(ცირა ბარბაქაძე)

No comments:

Post a Comment