Sunday, March 27, 2011



ისე მინდა გესმოდეს ჩემი,
როგორც ფოთლებს _ წვიმის წვეთების...

რა მარტივი ანბანი აქვს წვიმას:
ყველა ბგერა ერთმანეთს ჰგავს,
მაგრამ მაინც...
განსხვავებულ ხმებს გამოსცემენ _
როცა
სარკმელზე
ჩამოსხდებიან...

ცირა ბარბაქაძე

No comments:

Post a Comment