ვიცი,ეს სიზმარიც დასრულდება!
ვიცი,არ დავითვლი დღეებს!
ვიცი,გვირილებსაც არ დავფურცლავ,
გულიც დაწყნარებას შეძლებს!
ვიცი,ჩამოვფოთლავ შემოდგომას,
ფიფქით მოგონებებს დავწერ,
ვიცი,შემაშველებს მზე სითბოს და
მე თავად სითბოს ვერ გავცემ!
ვიცი,ეს სიზმარიც დასრულდება...
ვიდრე სიზმარში ვარ ჯერაც,
მოდი მოგეფერო,ჩაგიხუტო,
მე ხომ გვირილების მჯერა!
უყვარხარ?არ უყვარხარ?უყვარხარო!
ბოლო ფურცელს ვიდებ ხელზე,
ასე მიმკითხავა ყვავილმა და
მეც მის წინათგრძნობას ვენდე!
სანამ ჩამოვფოთლავ შემოდგომას,
ფიფქით მოგონებებს დავწერ,
სანამ იქეთ მიაქვს მზეს სითბო და
სანამ გული უძლებს განცდებს!
მოდი,მოგეფერო,ჩაგიხუტო!
უყვარხარ?არ უყვარხარ?უყვარხარო!
ReplyDeleteბოლო ფურცელს ვიდებ ხელზე,
ასე მიმკითხავა ყვავილმა და
მეც მის წინათგრძნობას ვენდე! - ra lamazi sityvebia....