Saturday, March 9, 2013

ქარიან ამინდში ხმელი ფოთოლივით მატარა ბედისწერამ,
ხან აღმა ამაფრინა, ხან კი დამანარცხა დედამიწას,
ცრემლით დამასველა,
მზით გამაშრო და
მთვარით შემმოსა....
ქარიან ამინდში ხმელი ფოთოლივით
მაბზრიალა და
ცხოვრების ლაბირინთებში ისე გამხვია,
ვეღარ ვიპოვე შენსკენ სავალი ბილიკი.
ან იქნებ, ქარი მოისყიდე
და შემოდგომას დაელოდე,
რათა ყვითელფერად ქცეული მარტოდმარტო შევხებოდი
მშობლიურ დედამიწას,
მერე კი...
მერე, ალბათ, ვიღაც ფეხს უმოწყალოდ დამაბიჯებს
და გამხმარ ფერფლად ქცეული
წვიმას შევერევი სამუდამოდ.....
ჰო!
ქარიან ამინდში ხმელი ფოთოლივით მატარა ბედისწერამ.


                                                                    ნ.გოგუაძე



No comments:

Post a Comment