Saturday, March 9, 2013

მე და შენ...

მე და შენ
სხვადასხვა დროს ვიძინებთ და ვდგებით,
მე ვსვამ ჩაის,
შენ ყავას უსიგარეტოდ,
მერე ორივე
სხვადასხვა დროს ვიღებთ კალამს
და ვწერთ წერილებს უმისამართოს.
შენს ოთახს ფანჯრები აქვს
აღმოსავლეთით,
ჩემსას დასავლეთით
და მაინც ორივე ერთდროულად ვუყურებთ მთვარეს...
მე და შენ
სხვადასხვა დროს ვუსმენთ მუსიკას,
შენ გიყვარს ჯაზი,
მე შოპენი ან და მოცარტი,
ვკითხულობთ წიგნებს,
ვსვავთ ჭიქაში ჩარჩენილ სასმელს....
არა, მე ვტყუი,
ჩვენ ორივეს გვიყვარს ვივალდი.
მე და შენ
სხვადასხვა დროს ვიძინებთ და ვდგებით,
კუთხეში ატუზული ჩვენი მარტოობა ჩუმად ხმაურობს...
მე და შენ..
სხვადასხვა დროს ვიღებთ კალამს და...
ვუწერთ ბარათებს ამ მარტოობას
ტკივილნარევს და უმისამართოს

                           ნელიკო გოგუაძე


No comments:

Post a Comment