თუნდაც სულ არაფერს დამპირდე...
გინდა? - ორივენი ავიბარგოთ -
თბილი ქვეყნებისკენ გავფრინდეთ?.
ასე შორი არი ღმერთი რახან,
გზები ვიახლოვოთ შორივე,
სხვებმა წერტილებად დაგვინახონ
ოღონდ მარტო არა... ორივე....
გინდა? - ვიყო შენი პლუშის დათვი
გულში თამაშ-თამაშ მიხუტე, მარტში აპრილს სითბო გამოართვი
და შენს მაისებად მიხატე...
უფალს მიწა რისთვის შეუქმნია
იქნებ ლამაზ ზღაპრად მომიყვე...
ხელი აღარავის დავუქნიოთ,
აღარ ვიმარტოვოთ... ორივემ....
ვიდრე ატომებად დავიშლებით.
გინდა? - რომელიმე მოცლილ დროს
შენი ოთახი და ბალიშები
ჩემი ღიმილებით მოგირთო?
ჰოდა, არასოდეს დამეკარგო,
სითბო ვატრიალოთ მორევად...
ერთად არაფერზე არ ვიდარდოთ,
მარტო აღარ ვიყოთ... ორივე.
(ნიკა ჩერქეზიშვილი)
მარტში აპრილს სითბო გამოართვი
ReplyDeleteდა შენს მაისებად მიხატე...