ჩემთვის ეს სიყვარულია!..
შენთვის კი...აბა, რა ვიცი?..
გახედე, გაზაფხულია...
მეც ჭრელა-ჭრულა ჩავიცვი...
ჩემთვის ეს სიყვარულია -
მარტი, აპრილი, მაისი...
გულს შენსკენ მოუხარია,
სხვა ყველაფერი დაიცდის...
ჩემთვის ეს სიყვარულია!...
შენთვის კი...აბა, რა ვიცი?...
გინდა?..შენს გულში დამტოვე...
თუ არა...მაშინ გამიშვი...

No comments:
Post a Comment